მიმდინარეობს ჩატვირთვა...
დამატებულია: 13.06.2019 ალიფაქსი - სტუმრად საქართველოში!

ალიფაქსი - სტუმრად საქართველოში!

კომპანი ალიფაქსის და ჩვენი ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე წლის 11 და 12 ივნისს ქ. თბილისში, ჩატარდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ორმოცთამდე (როგორც ადგილობრივ ასევე რეგიონალურ) წარმომადგენელთან შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო კომპანია ალიფაქსის მიერ წარმოებული ინოვაციური პროდუქცია. კერძოდ:

  1. ბაქტერიოლოგია - ალიფაქსის მიერ შემუშავებული და დაპატენტებული ტექნილოგიით დღეს უკვე შესაძლებელია უმოკლეს დროში მოხდეს ნიმუშის სკრინინგი, ბაქტერიის იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკების პანელის შერჩევა.
  2. ედს-ის ანალიზატორები - წარმოდგენილი იქნა მათი ფართო არჩევანი, რომელთა საშუალებითაც მხოლოდ და მხოლოდ 20 წამში შესაძლებელია ანალიზის პასუხის მიღება.
  3. ბიოლოგიური ნიმუშების გადასატანი ყუთი - მისი საშუალებით შესაძლებელია ბიოლოგიური ნიმუშების გადატანა ისე რომ ვაკონტროლოთ და ავღრიცხოთ შემდეგი მონაცემები: ტვირთის გეოგრაფიული მდებარეობა, შიდა ტემპერატურა, ტენიანობა, ტრანსპორტირების სიჩქარე, მაქსიმუმი აჩქარება, აღმართის დახრა და უსაფრთხოება რაც გულისხმობს სრულ ინფორმაციას თუ ვინ და რა დროს გახსნა ყუთი.

ჩვენი კომპანია დიდ მადლობას უხდის კომპანია ალიფაქსის რეგიონალურ მენეჯერს ბატონ ლუიჯი მოტტს და შ.პ.ს. აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს, მის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ რევაზ ჯორბენაძეს, ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.